ღმერთო, მე შენ მიყვარხარ

პროექტი    ტექსტები    ფოტო ალბომი


© LYVG


ღმერთო, დაეხმარე მამაჩემს კეთილი სამსახურის შოვნაში.

   დანიკი, 5 წლის


ბედნიერება სიხარულშია, მე მდიდარი ვარ.

ღმერთო კარგად ვისწავლი?

დათო, 5 წლის


შეეწიე ყველა დედ-მამასა და ბებია-ბაბუას.

თეონა 6 წლის


თუ ყველაფერს ხედავ, რატომ არ შეაჩერებ ამ უსამართლობას?

დიანა, 7 წლის


მე არც კატა მყავს, არც ძაღლი და არც თუთიყუში.

ვინმე მაინც გამომიგზავნე.

ილია, 6 წლის


ბედნიერი მაშინა ვარ, როცა ვარ მდიდარი და ჯანმრთელი

ღმერთო, ქალი ხარ თუ მამაკაცი და რა გქვია?

დიტო, 7 წლის


რატომაა, რომ ყველა გვასწავლის, იმის ნაცვლად რომ, დაგვეხმაროს?

გოგი 7 წლის


ბედნიერებაა, როცა გყავს მშობლები და ისინი არსად მიდიან და როცა ჯანმრთელი ხარ,

მე მდიდარი ვარ, წუთია მარადისობაში?

დაჩი, 7 წლის


როგორ არის დედაჩემი შენთან, ცაში? მიწაზე მას როდის დააბრუნებ?

იცი, როგორ მენატრება?!

ოლესია, 7 წლის


ბებია ამბობს, რომ შენ ხარ დასაწყისი და დასასრული. შუაში ვინღაა?

ვანო 7 წლის


თუ შენ ყველაფერს ხედავ, რატომ არ გააჩერებ ამ უმსგავსოებას?

დიანა, 7 წლის


ჩემი ბებო გთხოვს , რომ აფხაზეთში მოკვდეს.

ნელი, 10 წლის


მეტროში ბავშვები მღერიან და ისე შოულობენ ფულს. არ გეცოდება ისინი?

სვეტა, 8 წლის


როდესაც სტაფილო ძვირია, რა ესეც პოლიტიკაა?

ნელი, 9წლის


მამაჩემს ბოთლებს აგროვებს.

ნიკა, 8 წლის


ღმერთო, მათხოვრულმა ცხოვრებამ დამღალა.

ვახტანგი, 8 წლის


გრიპისგან როდის გვიხსნი ღმერთო?

მარიკა 8 წლის


მართალია, რომ ჟენკა წარსულ სიცოცხლეში კატა იყო?

ვოვა, 7 წლის


ღმერთო, როგორ გიყვარვარ?

მაშა, 8 წლის


ანგელოზად გადამაქციე, მინდა შენთან ჩამოვფრინდე.

კოსტია, 9 წლის



მე ანანასი არ გამისინჯავს, მითხარი, გემრიელია?

ჟენია, 9წლის


ბებია ამბობს: ყოველი ადამიანი თავის ჯვარს ეზიდებაო. სად უნდა ავიღოთ ეს ჯვარი, ეკლესიაში?

მარი, 10 წლის


შენ ვეგეტარიანელი ხარ?

ზურაბი, 8 წლის


შენ გვითხარი თქვენ ღმერთები ხართო, მე ამას ვერ ვამჩნევ.

მარი 10 წლის


თამრიკო ამბობს, მსოფლიოს სილამაზე გადაარჩენსო. სილამაზეს ვინღა გადაარჩენს?

ვოვა 10 წლის


მინდა მიწისძვრის მინისტრი გავხდე, რათა მოვსპო ყველაფერი ცუდი.

გრიშა 10 წლის


შენ ბიბლიაში წერ - გიყვარდეს მოყვასი შენიო, მინდა ვიცოდე, ვინ არის ჩემი მოყვასი.

თორნიკე, 8 წლის


მინდა, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს.

ვიტალი, 10 წლის


რამდენი წლის ხარ და როდის დაიბადე?

ვიკა, 9 წლის


შენ სუფთა დედამიწა შექმენი, მანქანები კი წამლები მას. გააუქმე მანქანები  და დაე,

ყველაფერი ველოსიპედით იაროს.

ვიტალი, 10 წლის


რატომ გახადე ცხოვრება ასე რთული?

გენო, 8 წლის


ბაზარში ყველაფერი ისე ძვირია?

მერი, 8 წლის


მადლობელი ვარ შენი, გოგოდ რომ არ გამაჩინე.

მერაბი, 7 წლის


მოსპე სიგარეტები და ნარკოტიკები.

გურამი, 10 წლის


შენ უკვდავი ხარ, ჩვენ ყველანი კი მოკვდავები ვართ, რატომ უშვებ, რომ ადამიანები კვდებიან?

მარი 10 წლის


მინდა, რომ პროდუქტები გაიაფდეს?

სანდრო, 9 წლის


როგორ ცხოვრობ? შემიძლია რამით დაგეხმარო?

ლევანი, 8 წლის


რომელ წელს იყავი ჩამოსული და კიდევ როდის ჩამოხვალ?

გიორგი, 8 წლის


რა მელის წინ? რომ გავიზრდები, როგორი ვიქნები?

ლუკა, 7 წლის



გვექნება კი ისეთი მომავალი, შიშის ქვეშ რომ აღარ ვიქნებით?

მარიამი 10 წლის


რატომ ვართ ამ ქვეყანაზე ? ვიცი, ეს საიდუმლოა და მხოლოდ შენ იცი, უფალო,

მაგრამ მეც მინდა ვიცოდე.

ლანა, 8 წლის


ნეტავ, როგორი ადამიანი ვარ?

მარი, 8 წლის


არიან თუ არა ჩემი ბაბუა და ბებია სამოთხეში?

მონიკა, 8 წლის


შევძლებთ საქართველოსთვის წართმეული კუთხეები დავიბრუნოთ და ერთ

მუშტად შეკრულებმა დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვროთ?

მარიამი, 10 წლის


როგორ შეადგინე დედამიწა?

დავითი, 9 წლის


როგორ ბრძანდებით?

ვალერი, 7 წლის


როცა წვიმს, მართლა ტირი, უფალო?

ალექსანდრე, 6 წლის


თუ ცისარტყელა მართლა ცის ქამარია, ვინ კრავს მას?

ნინო, 7 წლის


რატომ არის ადამიანი მოკვდავი?

ნიკა, 10 წლის


ღამით ვარსკვლავებს რატომ არ სძინავთ?

ნიკა, 6 წლის


დადგება თუ არა ისეთი დრო, როცა აღარ იქნება სიკვდილი, გლოვა და ავადმყოფობა?

მარიამი, 10 წლის


მეორედ მართლა მოხვალ უფალო?

ჟულიეტა, 8 წლის


გახდება თბილისი აღმშენებლობის ქალაქი?

ნოდარი, 9 წლის


როგორ შექმენი ყველაფერი, რაც არსებობს, ყველა ხომ ასე განსხვავებულია ერთმანეთისგან?

დავითი, 11 წლის


ყვავილები მართლა იძინებენ?

ნანა, 7 წლის


რატომ ხოცავენ ადამიანები ერთმანეთს?

ლუკა, 11 წლის


ლეკვს როდის მაჩუქებ?

თამთა, 6 წლის


სად მივდივართ ძილში?

ზაზა, 9 წლის


რატომ რჩებიან ბავშვები მშობლების გარეშე?

ლიკა, 10 წლის


სად მიდიან ადამიანები სიკვდილის მერე?

ნატო, 10 წლის


რატომ არ ესმით ჩემი, როცა ჩვენ, ადამიანები, ვცოდავთ?

თამარი, 11 წლის


მინდა, რომ დედამიწაზე მშვიდობა იყოს და ადამიანები არ სცოდავდნენ.

მიშიკო, 10 წლის


შენ მიერ გამოგზავნილი მშობლები არაფერს არ მაკლებენ, არც სიყვარულს მაკლებენ.

მე ვარ ბედნიერი, მინდა, რომ როცა გავიზრდები, არ დავკარგო მოსმენის უნარი ისე ქენი,

რომ ცოდვა არ ჩავიდინო.

ნინო, 14 წლის


გთხოვ, ყველგან ჩემთან იყავი, თუ რამე გაჭირვებაში ვიქნები, დამეხმარე.

გარი, 15 წლის


მინდა, რომ ამქვეყნად ყველა ბედნიერი იყოს , ავადმყოფებსაც მიეცი გამძლეობა და ნებისყოფა, რომ თავიანთი ჯვარი ზიდონ ამქვეყნად და კიდევ მინდა, რომ ამქვეყნად სულ ბედნიერები

ვიყოთ და არასოდეს ვიყოთ მოწყენილები

ადელინა, 10 წლის


მინდა მყავდეს პატარა ძმა ან და, მეტი არაფერი.

თეონა, 12 წლის


ღმერთო, ყველა ავადმყოფს დაეხმარე, ისე ქენი, რომ ამქვეყნად აღარ იყოს სიძულვილი.

ბელა, 13 წლის


დაეხმარე ყველა გაჭირვებულ და ავადმყოფ ადამიანს, კიდევ დაეხმარე

იმ გზააბნეულებს, რომლენიც არჩევნის წინაშე დგანან.

გიორგი, 11 წლის


მინდა, რომ ჩვენს ოჯახში ყველაფერი კარგად იყოს, არავის უჭირდეს

და ყველას ჰქონდეს, რასაც მოისურვებს, ქვეყნად ხომ ამდენი გაირვებულია.

ნატალია, 13 წლის


ღმერთო, გთხოვ, რომ მყავდეს ბევრი მეგობარი, კიდევ გთხოვ, რომ ჩემი დები, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ, ერთი კვირით მაინც ჩამოვიდნენ ჩვენთან.

ანა, 14 წლის


ეს ჩემი საიდუმლოა.

ნინა, 13 წლის


მე არაფერი მჭირდება.

ნინო, 15 წლის


ღმერთს ვთხოვდი, რომ ყველა ადამიანი დედამიწაზე კარგად და მშვიდობიანად ცხოვრობდეს და რომ ყველა რეპერი მოკვდეს. ვერ ვიტან მათ, იმიტომ მიყვარს ისინი,

რო ადამიანები არიან, ისე კი მძულს.

ანა, 13 წლის


არასდროს დავფიქრებულვარ ამაზე.

მაია, 17 წლის


ვთხოვდი, რომ ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ არსებობდეს.

გიორგი, 13 წლის


აღარ იყოს ქაოსი, ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ და ჰქონდეთ

ერთმანეთის იმედი მძიმე პერიოდში.

დათო, 15 წლის


მსოფლიოში აღარ იყოს უსამართლობა და ბოროტმოქმედება.

ყველამ იცხოვროს ბედნიერად და მეგობრულად.

ლევანი, 13 წლის


უფალო, გთხოვ, ნუღარ იქნება ქუჩებში ამდენი მათხოვარი,

იყოს სიმშვიდე და ბედნიერება, ყველას არგუნე პატარა სიხარული.

ლუკა, 10 წლის


მინდა, რომ მე და ჩემმა ოჯახმა დიდხანს ვიცხოვროთ.

ელენე, 13 წლის


ღმერთო, სადაა თქვენი კვართი დამარხული.

ანა, 7 წლის


ღმერთო, რატომ არ მოჩანს ფერიები?

ნინო, 7 წლის


როდის ჩამოვა დედა?

ანანო, 7 წლის


რამდენი წამია მარადისობაში?

დაჩი, 7 წლის


ღმერთო, ქალი ხარ თუ კაცი ხარ და რა გქვია?

დიტო, 7 წლის


ღმერთო, სად მიდიან გარდაცვლილები?

საბა, 7 წლის


როდის ამოდის მზე?

თათია, 6 წლის


სად ცხოვრობ და როგორ ხარ?

ნიკა, 6 წლის


ღმერთო დედამიწაზე როდის ჩამოხვალ?

სანდრო, 6წლის


ღმერთო როგორ ვისწავლი?

დათო, 6 წლის


ღმერთო როდის დაარსდა ქვეყანა?

ელენე, 6 წლის


ადამიანი ცუდად რომ მოიქცევა, სამაგიერო გადავეხადო?

გიორგი, 7 წლის


ღმერთო, როგორ მხედავ მანდედან?

ქეთა, 9 წლის


ღმერთო, თუ თავიდან მარტო ადამი და ევა იყვნენ და ყველანი მათი შთამომავლები ვართ,

რატომ ვებრძვით ერთმანეთს?

ზაური, 9 წლის


როგორი ადამიანია მასწავლებელი?

თენგო, 9 წლის


ღმერთო, როგორ გააჩინე ადამიანები?

სოფო, 8 წლის


თამარ მეფე ხომ გოგო იყო და მეფეს რატომ ეძახდნენ?

გიორგი, 8 წლის


ღმერთო, როგორ გაწამეს? როგორ ასრულებ ხალხის ოცნებებს?

ნინო, 9 წლის


ამბობენ, რომ ბავშვები ანგელოზები არიან, როგორ გავიგოთ,

რომელი მათგანია ნამდილი?

გიორგი, 10 წლის


ღმერთო, სად ვიყავი მე სანამ გავჩნდებოდი?

თემური, 8 წლის


განა ცუდია, რომ ყველაზე მეტად ამქვეყნად  ბებია და ნაყინი

მიყვარს?

ნინო, 7 წლის


ამბობენ, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია, იყავი ჩემი მამა.

დათო, 9 წლის


რატომ არის, რომ სუსტი ძლიერის წინაშე ყოველთვის მტყუანია?

ნინა, 9 წლის


ჩემი ცოდვები მშობლებისგან მივიღე?

გიორგი, 7 წლის


მე ძალიან მინდა, რომ შორეული და არაშორეული ნათესავები მყავდეს.

ვასია, 8 წლის


ღმერთო, მოგვეცი კეთილმოწყალება.

მარი, 8 წლის


ღმერთო, კარგი გყავარ? ოღონდ გულწრფელად!

ნადია, 7 წლის


ღმერთო, ჩვენს ქალაქში სახლები შეღებეს და ბევრი შადრევანი მოწყეს.

ღარიბების რიცხვი კი სულ მატულობს.

გენო, 10 წლის


ჩვენი ქალაქი დიდ გარაჟს ჰგავს. მანქანები ტროტუარზეც კი დგანან.

გრიშა, 10 წლის


როგორი ხარ, ღმერთო და რა სახე გაქვს? მე მინდა, რომ ჩემი ოჯახი

ჯანმრთელად იყოს და კიდევ მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სულ იმარჯვებდეს.

დათო, 9 წლის


მინდა, რომ ჩემი ოჯახი კარგად იყოს და მინდა ვიმოგზაურო. სკოლაში

კარგად ვისწავლო, აგრეთვე მინდა ყოველდღე დაგელაპარაკო, რატომ ვერ გხედავ?

ჯუანშერი, 8 წლის


ღმერთო, კარგად გვამყოფე, სულ შენს გზაზე გვატარე. ღმერთო, გვაპატიე ყველა ცოდვა. როდის ვიქნები შენთან სასუფეველში? როდის იქნება დედამიწაზე მეორედ მოსვლა?

ნიკა, 8 წლის


რატომ ვერ დგამენ მთვარეზე ფეხს? გთხოვ გამხადო ისეთი, რომ არავის ვაწყენინო.

ელენე, 8 წლის


ღმერთო ძლიერო, რატომ არ ჩანხარ?

ერთი თხოვნა შემისრულე - მინდა ვიყო ჯანმრთელი და ჭკვიანი.

ანა, 9 წლის


რატომ არ გამოჩნდები? რამდენი წლის ხარ? მინდა ყველა

სურვილი ამისრულდეს.

გაგი, 8 წლის


მინდა, რომ ჩემი ოჯახი ბედნიერი იყოს და რაც ჩვენ გვინდა, ის გვქონდეს. მე მინდა საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდეროგორი ცაა ზევით? როგორია სამოთხე?

ნიკოლოზი, 8 წლის


როგორ შექმენი ქვეყანა? როგორ შექმენი ადამიანები?

როგორ გახდი ღმერთი?

გიორგი, 8 წლის